Georgian Airways 5 ივლისიდან თბილისის გავლით მოსკოვიდან ნიცაში ტრანზიტულ რეისებს იწყებს – რუსული მედია

5 ივლისიდან ქართული ავიაკომპანია Georgian Airways იწყებს ფრენებს თბილისის გავლით, მოსკოვიდან ნიცაში ტრანზიტულად. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, თბილისიდან ნიცაში რეისები ყოველკვირეულად შესრულდება ოთხშაბათს და შაბათს.  ბილეთების ფასი დაახლოებით 535 დოლარია.

როგორც,  TASS-ი წერს, ნიცას გარდა, Georgian Airways ასევე ახორციელებს ტრანზიტულ ფრენებს მოსკოვიდან პარიზში, ამსტერდამში, ვენაში, თესალონიკში, თელავივის, მილანის, ბერლინისა და ლარნაკას მიმართულებით.

ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ასევე პუტინმა გააუქმა რუსული ავიახაზების ფრენების აკრძალვა.

მსგავსი თემები