,,რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე სადგურის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს.

მისი თქმით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ ტერაქტს,  საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან  დროული და მასშტაბური რეაგირება არ მოჰყოლია, რამაც შესაძლოა უბიძგოს კრემლსახალი ბოროტების ჩადენისკენ.

„გვაქვს ინფორმაცია ჩვენი დაზვერვიდან, რომ რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე სადგურის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს. შესაძლოა სადგურზე თავდასხმის სიმულაციისთვის, მაგრამ იქნებ მათ აქვთ სხვა სცენარი? ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის საფრთხის ერთადერთი წყარო რუსეთია და სხვა არავინ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები