,,საგანი – ”აფხაზი ხალხის ისტორია” წარმოადგენს ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებელ სუბიექტად  აღიარების აკადემიურ წინაპირობას”- ცირა ბარამიძე ”მედიაცენტრ მთავარში”

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, კავკასიოლოგმა ცირა ბარამიძემ ”მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე, უნივერსიტეტში საგნის –  „აფხაზი ხალხის ისტორია” სასწავლო პროგრამაში შეტანაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული საგანი წარმოადგენს ოკუპირებული აფხაზეთის   დამოუკიდებელ   სუბიექტად      აღიარების აკადემიურ წინაპირობას და შეიცავს ქართული სახელმწიფოს წინაშე არსებულ ეროვნული მნიშვნელობის საფრთხეს.

,,ნებისმიერ საგანს აკადემიური წინაპირობა გააჩნია, რომელიც მოიცავს ორ კომპონენტს: ეს არის, როგორც სამეცნიერო, ისე სასწავლო. არც სამეცნიერო და არც სასწავლო კომპონენტებით, ამ საგნის შემოტანა გამართლებული არ არის. პრობლემა არის ის, რომ აფხაზეთის ისტორია გახლავთ საქართველოს ისტორიის, როგორც სასწავლო პროგრამის ნაწილი, განათლების სამივე საფეხურზე. გამომდინარე აქედან, ის არ შეიძლება დამოუკიდებელი საგანი იყოს, რადგან საქართველოს ისტორიის ნაწილია აფხაზეთი. კამფლუაჟიდან მისი ორგვარი გაგება, სამწუხაროდ საფუძველს იღებს სამეცნიერო პოლემიკაში არსებული ობიექტური კვლევების უგულებელყოფოთ და სხვადასხვა მიდგომებით. ასევე, საფრთხეს ვხედავ მცდარი თეორიებით ორაბორიგენების შესახებ, რადგან ეს არის ერთგვარად გადადგმული ნაბიჯი, რომ ცალკე დამოუკიდებელი ერთეულია,”- ცირა ბარამიძემ ”მედიაცენტრ მთავარში”.

მისივე თქმით, აღნიშნული საგანი 2023 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება.

,,თუ აფხაზური მოდული იმუშავებს, ერთ-ერთი ქვეპროგრამა ამ მიმართულების, აღნიშნული საგანი ცხრილში გამოცხადდება. ეს მიმაჩნია მიუღებლად. ამ საკითხის გაგება ორგვარად შეიძლება. ერთი ის, რომ მას აქვს პოლიტიკური კონტექსტიც აქვს. დაუშვებლად მიმაჩნია ეს საფრთხე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გახლავთ. სამეცნიერო და სასწავლო საფუძვლები ამ საგნის არ არსებობს,”- განაცხადა ცირა ბარამიძემ ”მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები