,,გვარამიას მაგრად ეშლება, შეცდომა არ იყო ბიძინასთვის მუდარა, ოღონდ ციხიდან გამიშვი და პოლიტიკიდან წავალ”- თამარ ჩერგოლეიშვილი

,,შეცდომა არ იყო ბიძინასთვის მუდარა “ოღონდ ციხიდან გამიშვი და პარტიას გავაჩერებ, პოლიტიკიდან წავალ, 100 პროცენტით უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ” ეს იყო ჩასვრა!,”- ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

მისი თქმით, ნიკა გვარამიაა  ”იმ ვირტუალური რეალობის შემოქმედი, რამაც სააკაშვილი ასე გააფარჩაკა.”

,,გვარამიას მაგრად ეშლება. შეცდომა არ იყო ბიძინასთვის მუდარა “ოღონდ ციხიდან გამიშვი და პარტიას გავაჩერებ, პოლიტიკიდან წავალ, 100 პროცენტით უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ” ეს იყო ჩასვრა! და ეს ჩასვრა გარდაუვალი იყო მიშას ბუნების პირობებში. შეცდომა, თანაც კატასტროფული, რაშიც გვარამიამ უდიდესი როლი ითამაშა იყო ვირტუალური რეალობის შექმნა მიშასთვის, თითქოს მესიაა – მასზე აცოცების სანაცვლოდ.

ანუ შეცდომა იყო მედია შანტაჟით, ცილისწამებით, შავრაზმული პოპულიზმით ვირტუალური რეალობის შექმნის მცდელობა, რამაც მიშა არაჟნის კონტეინერით საქართველოში ჩამოაქანა და გააფარჩაკა – ხოლო დემოკრატიული პროცესი ბოლომდე დაანგრია.

და ეს (დანაშაულზე მეტი) შეცდომა გვარამიას შეცდომაა პირველ რიგში (მიშას შემდეგ). ეგ იყო იმ ვირტუალური რეალობის შემოქმედი, რამაც სააკაშვილი ასე გააფარჩაკა. (დღესაც იგივეს აკეთებს მისი არხი)

ასე რომ ახლა იპროფესოროს და იყოს … ის იდიოტები, ვინც ახლა მის პოსტებს ალაიქებენ (ზუსტად ასეთივე თანხმობის ბღავილი ჰქონდათ საწინააღმდეგო შინაარსის პოსტებზეც) მაინც ვერაფერს მიხვდებიან და მათ მიუხედავად უნდა მოხდეს პროგრესი ამ ქვეყანაში,”- წერს ჩერგოლეიშვილი.

მსგავსი თემები