უკრაინული ძალები ძალიან ზუსტად და ორგანიზებულად მოქმედებენ – ოლაფ შოლცი

უკრაინის ჯარები “ჯერჯერობით ძალიან მკაფიოდ და კარგად ორგანიზებულად მოქმედებენ”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა  ბერლინში, რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან მარსელ ჩოლაკუსთან ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალები „ძალიან მიზანმიმართულად“ გეგმავენ ოპერაციებს.

,,გერმანიამ შექმნა პირობები უკრაინის ხანგრძლივად მხარდასაჭერად, თუ ომი დიდხანს გაგრძელდება. ბევრი ქვეყანა შეძლებს მხარი დაუჭიროს კიევს ერთი, ორი, სამი და თუ საჭირო იქნება, მეტი წელი, რადგან ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება სამხედრო კონფლიქტი,” – განაცხადა შოლცმა.

კანცლერის განმარტებით,  სანამ უკრაინა ომშია, NATO-ს წევრი ვერ გახდება, რადგან ალიანსში გაწევრიანების კრიტერიუმები “სასაზღვრო კონფლიქტების არარსებობას” მოიცავს.

მსგავსი თემები