შესაძლოა, საჭირო გახდეს სოციალურის ქსელის რეგულირება ან გათიშვა – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში ქვეყნის მერებთან შეხვედრისას, პოტენციურ ზომებზე ისაუბრა, რაც მიზნად ისახავს სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას.

მას შემდეგ, რაც მთავრობამ მიუთითა სოციალური ქსელების როლზე ნაჰელის გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთში მომხდარ არეულობებში, ემანუელ მაკრონმა ისაუბრა ამ თემაზე 220 მერთან შეხვედრაზე,

„ჩვენ უნდა გვქონდეს რეაგირება სოციალური ქსელების გამოყენებაზე ახალგაზრდებში… აკრძალვებზე, რომლებიც უნდა დავაყენოთ. შესაძლოა, საჭირო გახდეს რეგულირება ან გათიშვა. ვფიქრობ, ეს არის დებატები, რაც უნდა გვქონდეს, ცივი გონებით. რადგან, როდესაც ის ხდება შეკრების ან მოკვლის მცდელობის იარაღი, ეს რეალური საკითხია“, – განაცხადა მაკრონმა.

 

მსგავსი თემები