,,რამდენად სწორია, კლინიკის წინ, სადაც უამრავი მძიმე პაციენტია, ჩაატარო პოლიტიკური მიტინგი და ბოლო ხმაზე ღრიალებდე?”- ნინო ნადირაძე

კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე კლინიკასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით გამართულ აქციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„რამდენად სწორია, კლინიკის წინ, სადაც უამრავი მძიმე პაციენტია, ჩაატარო პოლიტიკური მიტინგი და ბოლო ხმაზე ღრიალებდე, სად წერია და რაში წერია? ძლივს შემოდიან სასწრაფოს მანქანები. მერე ემპათიაზე ვერ დაასწრებ ლაპარაკს თან“, – წერს ნინო ნადირაძე.

მსგავსი თემები