ზელენსკიმ სახელმწიფო კონცერნის, „უკრობორონპრომის“ ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო თავდაცვითი-სამრეწველო კონცერნის, „უკრობორონპრომის“ ხელმძღვანელი იური გუსევი, თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ პრეზიდენტის 27 ივნისის No357/2023 განკარგულებაშია ნათქვამი.

 „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, გუსევის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი კონცერნის ცუდი მუშაობა გახდა. მედიის ცნობით, გუსევმა სარაკეტო პროგრამა ჩაიშალა.

კონცერნის ახალ ხელმძღვანელად 31 წლის  გერმან სმეტანინი დაინიშნა.

მსგავსი თემები