სოფელ კვირიკეში ფერდობის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

სოფელ კვირიკეში ფერდობის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ,,ბათუმელები” მერიის წარმომადგენელ, ზურაბ ლაზიშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.

,,სანიაღვრეს აკეთებდნენ, მოწყდა ფერდობი და ერთი ადამიანი მოიყოლა. საკმაოდ დიდი მასაა მიწის ჩამოშლილი, ერთი საათი დასჭირდა კაცის ამოყვანას, თუმცა უკვე გარდაცვლილი იყო,” – ამბობს გამოცემასთან ლაზიშვილი.

მისი თქმით, დაღუპული 50-წლამდე კაცი სოფელ ხუცუბანში ცხოვრობდა. მან არ იცის, იყო თუ არა სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ზომები დაცული.

მსგავსი თემები