ლუკაშენკოს თქმით, პუტინი დაარწმუნა არ გაენადგურებინა პრიგოჟინი და ”ვაგნერი”

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, მან დაარწმუნა ვლადიმერ პუტინი, არ გაენადგურებინა “ვაგნერის” ჯგუფი და მისი ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი.

მისი თქმით, მოახერხა პრიგოჟინის ხელში ჩაგდება და გააფრთხილა, რომ “ბუზივით გაანადგურებდნენ”, თუ “ვაგნერის” ჯარები გააგრძელებდნენ წინსვლას მოსკოვისკენ.

,,ყველაზე საშიში, როგორც მე მესმის, არ არის ის, თუ როგორი იყო სიტუაცია, არამედ ის, თუ როგორ შეიძლება ის განვითარდეს და მისი შედეგები. მე ასევე მივხვდი, რომ მიღებულ იქნა მკაცრი გადაწყვეტილება – განადგურება. პუტინს ვთავაზობდი არ აჩქარებულიყო. მოდით ვისაუბროთ პრიგოჟინთან, მის მეთაურებთან”,- განაცხადა ლუკაშენკომ.

 

მსგავსი თემები