წითელი ხაზია მოღალატის და რუსეთუმეს ძახილი, ვინც აღნიშნულს არ გაითვალისწინებს,  მიიღებს შესაბამის სიტყვიერ პასუხს – ნინო წილოსანი

უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი აცხადებს, რომ მმართველი გუნდისთვის წითელი ხაზია რუსეთუმისა და მოღალატის დაძახება. მისი თქმით, ნებისმიერი, რომელიც აღნიშნულს არ გაითვალისწინებს, მათგან მიიღებს შესაბამის სიტყვიერ პასუხს.

,,სრულიად აბსურდული კავშირია ჩემ განცხადებას თუ ნებისმიერი ჩემი კოლეგის განცხადებას და ამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტი იყო, აუცილებლად უნდა გამოიძიოს შესაბამისმა სტრუქტურებმა და დაისაჯონ ადამიანები. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვისურვებდი, რომ ის ფონი, რომელიც არსებობს აი ამ რაღაც დაპირისპირების და რომელიც სისტემატურად არის წახალისებული ოპოზიციის, თუ ოპოზიციის მომხრე ჟურნალისტების მხრიდან, იყოს მაქსიმალურად ასე ვთქვათ ტემპერატურა დაწეული.

რაც შეეხება ქართული ოცნების განცხადებას, მეც პირადად და ყველა ჩემი კოლეგა ვაცხადებთ, რომ წითელი ხაზია მოღალატის და რუსეთუმეს ძახილი, ამის შემდეგ, ნებისმიერი, რომელიც აღნიშნულს არ გაითვალისწინებს, ჩვენგან მიიღებს შესაბამის სიტყვიერ პასუხს. ჩვენ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ არ ვსაუბრობთ ძალადობის ენით, ჩვენ ვსაუბრობთ სიტყვებით, განცხადებებით და მოწოდებებით, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, არავინ აღარ გაბედოს წითელი ხაზების გადაკვეთა”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

მსგავსი თემები