,,ერთადერთი, რასაც რუსეთი იმსახურებს, დამარცხება და ტრიბუნალია ყველა რუსი მკვლელისა და ტერორისტის წინააღმდეგ”- ზელენსკი

ტერორის ყოველი გამოვლინება ამტკიცებს, რომ ერთადერთი, რასაც რუსეთი იმსახურებს, დამარცხება და ტრიბუნალია ყველა რუსი მკვლელისა და ტერორისტის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

ზელენსკი კრამატორკსზე მიტან იერიშს გამოეხმაურა და დაღუპულების ოჯახებსა და მეგობრებს მიუსამძირა.

„ზუსტად კრემენჩუკზე, სავაჭრო ცენტრზე რუსი ტერორისტების თავდასხმის წლისთავზე, როცა 22 ადამიანი დაიღუპა, რუსმა ველურებმა ისევ კრემენჩუკის რაიონს რაკეტები დაუშინეს. დღეს. რუსმა ტერორისტებმა ასევე სასტიკად დაბომბეს კრამატორსკი. დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ვუსამძიმრებ ოჯახებსა და მეგობრებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები