თავდასხმა კრამატორსკზე – 8 ადამიანი დაიღუპა, 56 დაშავდა

27 ივნისს საღამოს კრამატორსკზე განხორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია, 56 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„28 ივნისს, 07:00 საათის მდგომარეობით, დანგრეული რესტორნის შენობის ნანგრევებიდან რვა გარდაცვლილის, მათ შორის სამი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს, რომელთაგან ორი დაბადებულია 2008 და 2011 წლებში. დაშავდა 56 ადამიანი, მათ შორის ერთი 2022 წელს დაბადებული ბავშვი“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში.

მაშველები აგრძელებენ დანგრეული შენობის ნანგრევების დემონტაჟს და ადამიანების ძებნას.

მსგავსი თემები