ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ნაუსედა შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და მიიღებს მონაწილეობას უკრაინის კონსტიტუციის მიღებიდან 27 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებებში.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიეტუვის  პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტთან ერთად განიხილავს ივლისში ვილნიუსში ნატოს სამიტის დღის წესრიგს, ასევე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების საკითხებს, ლიეტუვის და ევროკავშირის დახმარებას უკრაინისადმი.

ნაუსედა ჰააგიდან ჩავიდა კიევში, სადაც გუშინ 7 სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრაზე განიხილა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა.

მსგავსი თემები