,,ხვიჩა კვარაცხელიამ 21 წლამდელებში რომ არ ითამაშა ძალიან არ მომეწონა, არ მინდა გაამპარტავნდეს”- ალეკო ელისაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, არ მოეწონა, რომ ფეხბურთელმა 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა, რომ არ მიიღო.

,,ხვიჩა კვარაცხელიას გადაფიჩინებული ქომაგი და მხარდამჭერი ვარ, მაგრამ 21 წლამდელებში რომ არ ითამაშა ეგ ძალიან არ მომეწონა. საქართველოს ნაკრებში, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში არის ჩემი აზრით უდიდესი პატივი და ამ პატივზე უარი ამპარტავნება მგონია. ხვიჩა კვარაცხელია არ მინდა გაამპარტავნდეს,”- წერს ელისაშვილი.

 

მსგავსი თემები