თურქეთში, ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ქართველი ქალი ბრალს არ აღიარებს

თურქეთში, ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ქართველი ქალი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. თუმცა, მეორე ეჭვმიტანილი, მოკლულის ბიძა მკვლელობის მოტივზე საუბრობს.

,,ის ცოლზე ძალადობდა, ვცადე შემეჩერებინა, რასაც მისი გაღიზიანება მოჰყვა. მეუბნებოდა, ეს ჩემი ცოლია და რატომ ერევი ჩვენს საქმეშიო. ეს ჩხუბი გახდა მიზეზი, რის გამოც მოხდა ყველაფერი,” – აცხადებს მოკლულის ბიძა.

მოკლულის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

 

წყარო: პრაიმტაიმი

მსგავსი თემები