,,გავუგზავნეთ მკაფიო მესიჯი მოსკოვსა და მინსკს, რომ NATO არის იქ, რათა დაიცვას ყველა მოკავშირე”- იენს სტოლტენბერგი

NATO-ს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ „ვაგნერის“ ჯარის ბელარუსში გადასვლა უფრო დიდ რეგიონულ არასტაბილურობას გამოიწვევს. თუმცა, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი მზადაა დაიცვას თავი ნებისმიერი საფრთხისგან.

„ჩვენ გავუგზავნეთ მკაფიო მესიჯი მოსკოვსა და მინსკს, რომ NATO არის იქ, რათა დაიცვას ყველა მოკავშირე, NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. ჩვენ უკვე გავზარდეთ ჩვენი სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის უფრო მაღალი მზადყოფნითა და მეტი შესაძლებლობებით მომავალ სამიტზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მსგავსი თემები