მთავარი მოვლენები ჯერ კიდევ წინ არის – რეზნიკოვი უკრაინის კონტრშეტევაზე

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უკრაინული ჯარების ნელი წინსვლის შესახებ და განაცხადა, რომ კონტრშეტევის „მთავარი მოვლენა“ ჯერ კიდევ წინ არის.

როგორც რეზნიკოვმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, ბოლო კვირებში რუსეთის მიერ ოკუპირებული ზოგიერთი დასახლების განთავისუფლება არ იყო დაგეგმილი თავდასხმის „მთავარი მოვლენა“.

მისი თქმით, ბოლო მოკრძალებული წარმატებები რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იყო მხოლოდ “წინასწარი რეპეტიცია” ბევრად უფრო სერიოზული დარტყმისთვის.

,,როდესაც ეს მოხდება, თქვენ ნახავთ ყველაფერს… ყველა დაინახავს ყველაფერს”, – აღნიშნა რეზნიკოვმა და დაადასტურა, რომ უკრაინის ძალების ძირითადი რეზერვები, მათ შორის ბრიგადების უმეტესობა, რომლებიც ახლახანს გაწვრთნეს დასავლეთში და აღჭურვილია ნატოს თანამედროვე ტანკებითა და ჯავშანტექნიკით.

მსგავსი თემები