სპეცოპერაცია თბილისში – დაკავებულია 8 პირი

თბილისში, გუშინ ღამით, სხვადასხვა ლოკაციაზე სპეცოპერაცია  ჩატარდა. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 8 პირი.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის გრიგოლ გოგოჩაშვილის განცხადებით, საქმე თაღლითობის სქემასა და თანხის გამოძალვას ეხება.

,,სპეციალური საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის ერთ-ერთი არის აღნიშნული კლუბი. დაკავებულია 8 პირი. აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება უკავშირდება თაღლითურ სქემას. დამატებითი და დეტალური ინფორმაცია მედიისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი,”- განაცხადა გრიგოლ გოგოჩაშვილმა.

მსგავსი თემები