უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების საკუთარი გზა ექნება – პენტაგონი

პენტაგონმა, ნატოში უკრაინის პოტენციური შესვლის კომენტირებისას განაცხადა, რომ უკრაინას ალიანსში გაწევრიანების საკუთარი გზა ექნება. ამის შესახებ ბრიფინგზე პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ საბრინა სინგმა განაცხადა.

,,რაც შეეხება უკრაინას, მას ექნება საკუთარი გზა ნატოში გაწევრიანებისკენ”, – განაცხადა სინგმა.

პენტაგონის სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ახლა ორიენტირებულია იმაზე, რომ უკრაინას ჰქონდეს ყველაფერი, რაც მას სჭირდება ბრძოლის ველზე.

,,ამჟამად ჩვენი ყურადღება გამახვილებულია უსაფრთხოების პაკეტებზე, რომლებსაც ვაწვდით ყოველკვირეულად და რა შეგვიძლია მივაწოდოთ მათ ბრძოლის ველზე და რაც მათ დაუყოვნებლივ სჭირდებათ”, – განაცხადეს პენტაგონში.

მსგავსი თემები