,,ბატონი გვარამიას საკითხი არ არის მთავრობის საკითხი, შესაბამისად პასუხი არ მაქვს”- ირაკლი ღარიბაშვილი

ბატონი გვარამიას საკითხი არ არის მთავრობის საკითხი, მისი საკითხი გადაცემულია სასამართლოში, გამოძიების საკითხი იყო და შესაბამისად, მე პასუხი არ მაქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერს კითხვა დაუსვეს იყო თუ არა საუბარი ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, ოლაფ შოლცთან შეხვედრის დროს და მოითხოვა თუ არა კანცერლმა მისი გათავისუფლება.

,,მე არაერთი საუბარი მქონია ჩვენს ევროპელ ლიდერებთან და ბევრ ადამიანთან. კითხვას, რომ მისვამთ იყო თუ არა საუბარი, არაეთიკურია. ორ ადამიანს შორის შემდგარი ნებისმიერი საუბარი გარეთ არ გამოდის, თუ ეს არ არის პრესრელიზში. ბატონი გვარამიას საკითხი არ არის მთავრობის საკითხი, მისი საკითხი გადაცემულია სასამართლოში, გამოძიების საკითხი იყო და შესაბამისად პასუხი არ მაქვს”,- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები