კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად  21 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. მისი თქმით,  ამ დრომდე დატბორილია 595 სახლი.

,,კახოვკას ჰესზე მომხდარი სტიქიის ლიკვიდაციის მე-15 დღე. მოწინააღმდეგის მოქმედების გამო, სამწუხაროდ, დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი იზრდება. რუსები აგრძელებენ ხალხის დაბომბვას. ამ დროისთვის 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 რუსების მიზანმიმართული სროლის შედეგად”, – განაცხადა კლიმენკომ.

 

მსგავსი თემები