მოსკოვის ოლქში ორი დრონი ჩამოვარდა – გუბერნატორი

გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვი აცხადებს, რომ  მოსკოვის ოლქში, ოთხშაბათს დილით 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. მისი  თქმით, დრონების ჩამოვარდნას მსვერპლი არ მოჰყოლია.

,,დღეს ორი თვითმფრინავის ტიპის მოწყობილობა, სამხედრო წინააღმდეგობის შედეგად, დაეცა დაახლოებით დილის 5:30 და 5:50 საათზე ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის საწყობთან მახლობად. ნაპოვნია ფრაგმენტები, ნგრევა და მსხვერპლი არ არის. ჩართულია სპეცსამსახურები, მიმდინარეობს ინსპექტირება, ტერიტორია ახლა შემოსაზღვრულია. მოსახლეობას ვთხოვ სიმშვიდის შენარჩუნებას”, – აცხადებს გუბერნატორი.

 

მსგავსი თემები