რუსეთის ციხეებიდან ეთნიკურად ქართველები და ქართული გვარის მქონე ადამიანები ომში მიჰყავთ – რას ჰყვება ნოდარ ბახტურიძე?

რუსეთის მხარეს მებრძოლი ნოდარ ბახტურიძე საქართველოს თავშესაფარს სთხოვს. მისი თქმით, რუსეთის ციხეებიდან ეთნიკურად ქართველები და ქართული გვარის მქონე ადამიანები ფრონტის ხაზზე იძულებით მიჰყავთ.

თავად ბახტურიძეც ციხიდან აღმოჩნდა ფრონტის ხაზზე და უკრაინულ მხარეს ტყვედ ჩაბარდა.

,,მე თავიდანვე მქონდა ეს იდეა, ჩემი სამშბლოსთვის, საქართველოსთის მეთხოვა თავშესაფარი მას შემდეგ, რაც ჩამოვაღწევდი უკრაინაში. თავშესაფრის მოთხოვნით მივმართე უკრაინაში საქართველოს საელჩოს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუ ჩემს ქვეყანაში არ გამომივა, სხვა ქვეყნებსაც ვთხოვ. რუსეთის ციხეში სასჯელს უსამართლოდ ვიხდიდი. კონტრაქტს მხოლოდ იმიტომ მოვაწერე ხელი, რომ უკრაინაში მოვხვედრილიყავი, რომ აქედან მომეთხოვა თავშესაფარი საქართველოსთვის. თავად ჩავბარდი, ორი კვირა სწავლებაზე ვყავდით ლუგანსკში. ისეთი ხალხი გამოჰყავთ წინა ხაზზე, ომი გაგონილიც რომ არ აქვთ. ბრძოლისუუნარო, შეზღუდული უნარების მქონე პირებს წინა ხაზზე უშვებენ. უტილიზაციისთის 60 წლის ხალხი ჰყავთ გამოშვებული და აფრთხილებენ, რომ თუ უკან დაბრუნდებიან – დახვრეტენ. მიზანი არავის უთქვამს, მხოლოდ პროპაგანდისტული მოწოდებები იყო და ამის შემდეგ როგორც მხვილფეხა საქონელი ისე გამოვრეკეს,” – აცხადებს ბახტურიძე.

 

მსგავსი თემები