,,ჩვენი მეომრები ძალიან აქტიურად ანადგურებენ მტერს, ფიზიკურად წმენდენ უკრაინას”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ჩვენი მეომრები სამხრეთსა და აღმოსავლეთში ძალიან აქტიურად ანადგურებენ მტერს, ფიზიკურად წმენდენ უკრაინას”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას ისაუბრა.

მისი თქმით, ყოველი რუსული ტერაქტი არის არგუმენტი იმისა, რომ ოკუპანტებს უკრაინის მიწაზე დარჩენის შანსი არ აქვთ.

„ახლა ჩვენი მეომრები სამხრეთსა და აღმოსავლეთში ძალიან აქტიურად ანადგურებენ მტერს, ფიზიკურად წმენდენ უკრაინას. ეს გაგრძელდება მომავალშიც. ტერორისგან დაცვა ნიშნავს ტერორისტების განადგურებას. ეს არის გარანტი, რომ ბოროტ სახელმწიფოს აღარასოდეს ექნება შესაძლებლობა, ბოროტება მოუტანოს უკრაინას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

მსგავსი თემები