ბახმუტში, 12 წლის ბიჭს დაბომბვის შედეგად, ინფარქტი განუვითარდა

უკრაინაში, 12 წლის ბიჭს რუსული დაბომბვის შედეგად, ინფარქტი განუვითარდა. მიხაილო ბაიევის  სახლის ეზოში აფეთქებულმა ჭურვმა მამამისი იმსხვერპლა, თავად ბიჭს კი ფრაგმენტები საძილე არტერიასა და ტვინში მოხვდა.

მძიმე ტრავმის გამო მას არ შეეძლო სიარული, საუბარი და ყლაპვაც კი. მაგრამ ახლა, სამთვიანი მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ, ბიჭი თითქმის სრულად გამოჯანმრთელდა.

,,ფრაგმენტების ერთი ნაწილი მოხვდა და ვენური სისხლძარღვებით ჩაკეტა შიდა საძილე არტერია. მეორე ნაწილი თავის ტვინის ღეროსთან მოხვდა და ამ მიდამოს დაზიანება მიაყენა. ამიტომ, ფაქტობრივად, მას აქვს ჩახლეჩილი ხმა, ყლაპვის დარღვევა. მან შეძლო დამოუკიდებელი გადაყლაპვის აღდგენა“, – აცხაადებს მიხაილ ლოვგა, ლვოვის წმინდა ნიკოლოზის საავადმყოფოს ნეიროქირურგი.

მსგავსი თემები