,,მოვუწოდე ჩინეთის მთავრობას, უფრო ძლიერად გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე,  რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჩინეთს მოუწოდა, ლობირება გაუწიოს რუსეთს ჯარების გაყვანისა და უკრაინაში ომის დასრულების მიზნით. მისივე თქმით, ჩინეთმა თავი უნდა შეიკავოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებისგან და ომი არ უნდა იქცეს გაყინულ კონფლიქტად.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდე ჩინეთის მთავრობას, უფრო ძლიერად გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე ომის საკითხთან დაკავშირებით. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავის ჯარები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არ იმუშავებს“, – განაცხადა შოლცმა პრესკონფერენციაზე.

 

მსგავსი თემები