,,ჩვენ უნდა უნდა განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა, რათა კონტრშეტევა მაქსიმალურად ეფექტური იყოს“- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საჭიროა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება, რათა კონტრშეტევა მაქსიმალურად ეფექტური იყოს. ამის შესახებ მაკრონმა პარიზში, იტალიის პრემიერ-მინისრტთან, ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როგორც ევროპელებისა და მოკავშირეების, ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა, განვაგრძოთ ერთად ყოფნა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, როგორც ეკონომიკური, ასევე ჰუმანიტარული და სამხედრო თვალსაზრისით. ჩვენ უნდა განვაგრძოთ მხარდაჭერა, რათა რამდენიმე დღის წინ დაწყებული კონტრშეტევა მაქსიმალურად ეფექტური იყოს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

 

მსგავსი თემები