,,განვიხილეთ შემდეგი ნაბიჯები უკრაინის კონტრშეტევის შესაძლებლობების გასაძლიერებლად”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შორის შეხვედრა გაიმართა.

კულებას თქმით, შეხვედრაზე განიხილეს შემდეგომი ნაბიჯები უკრაინის კონტრშეტევის შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

„ლონდონში შევხვდი ენტონი ბლინკენს და მადლობა გადავუხადე ამერიკას მხარდაჭერისთვის. ჩვენ განვიხილეთ შემდეგი ნაბიჯები უკრაინის კონტრშეტევის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ვილნიუსის სამიტის შედეგების მომზადებასთან დაკავშირებით ნატო-ში უკრაინის წევრობის პერსპექტივის შესახებ და გლობალური მხარდაჭერის ზრდა მშვიდობის ფორმულისადმი“, – წერს დმიტრო კულება ტვიტერზე.

 

მსგავსი თემები