თბილისში ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა

თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები