ბორის ჯონსონს პარლამენტში შესვლა აეკრძალა

დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს, პარლამენტში შესვლა აეკრძალა. საპარლამენტო კომისიის დასკვნის თანახმად,  ჯონსონმა კოვიდპანდემიის დროს  წვეულების გამართვასთან დაკავშირებით, დეპუტატები განზრახ შეიყვანა შეცდომაში.

კომიტეტის ორი დეპუტატი ჯონსონის პარლამენტიდან გარიცხვას ითხოვდა.

354 ხმით, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კომიტეტის მიერ რეკომენდებულ სანქციებს  ჯონსონის წინააღმდეგ, რაც  პარლამენტში შესვლის საშვის გაუქმებას გულისხმობს, რომელიც ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია ყოფილი დეპუტატებისთვის.

 

 

მსგავსი თემები