,,ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოვუწოდებ, რადგან ხალხი არ ასხვავებთ და ბარიერს მაინც გადალახავენ”- ირაკლი ზარქუა

,,ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოვუწოდებ, რადგან ხალხი არ ასხვავებთ და ბარიერს მაინც გადალახავენ,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის გაერთიანების მომხრეა.

„მომხრე ვარ, რომ გაერთიანდნენ და ამას სავარაუდოდ, ვერ აცდებიან. არ მინდა, რომ ამ ბრძოლაში ჩემი ხაბე მარტო დარჩეს. ჭიჭე ვაშაძე ცალკე გინდ იქით იყოს, გინდ აქეთ. ყველას ერთნაირი ხელწერა აქვს, ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანი თესლიდან არის აღმოცენებული. „ნაცმოძრაობას“ ემიჯნებიან? – აბა, საკრებულოებს გადახედეთ. გახარია რომ მჭერმეტყველებს და ახლა გახდა დემოკრატი, თურმე, არ მოსწონს „ნაცები“. ისევე, როგორც ხაზარაძეს. მშვენივრად თანამშრომლობდნენ. ჭიჭე საერთოდ დუმს, დაიკარგა. წინასაარჩევნოდ პატარა პარტიების ლუსტრაცია ხდება. მათ გაერთიანებისკენ მოვუწოდებ, რადგან ხალხი არ ასხვავებთ და ბარიერს მაინც გადალახავენ. იყვნენ აქ პარლამენტში, ცოტა ხანი გავერთობით“, – განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები