,,ბოროტ სახელმწიფოს არ აქვს ისეთი რეზერვები, რომლებიც შეაჩერებს უკრაინას”- ზელენსკი

,,ბოროტ სახელმწიფოს არ აქვს ისეთი რეზერვები, რომლებიც შეაჩერებს უკრაინას, რადგან ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ და ეს გვაძლევს უდიდეს ძალას” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის მეომრები ზოგიერთ რეგიონში წინ მიიწევენ, ზოგიერთში კი იცავენ თავიანთ პოზიციებს.

„ზოგიერთ რეგიონში ჩვენი მეომრები წინ მიიწევენ, ზოგიერთ რეგიონში ისინი იცავენ თავიანთ პოზიციებს და ეწინააღმდეგებიან ოკუპანტების თავდასხმებს. ჩვენ არ გვაქვს დაკარგული პოზიციები. ჩვენ მხოლოდ გათავისუფლებები გვაქვს, მათ კი – მხოლოდ ზარალი. ზოგადად, ეს არის ჩვენზე ზეწოლა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავუხსნათ გზა ჩვენს დროშას. ლურჯი და ყვითელი ფერები იქნება მთელ ჩვენს სამხრეთსა და აღმოსავლეთში. ბოროტ სახელმწიფოს არ გააჩნია ისეთი რეზერვები, რომლებიც უკრაინას შეაჩერებს, რადგან ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ და ეს გვაძლევს უდიდეს ძალას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები