თიანეთის სოფელ ტუშურებში ციმბირის წყლულის შემთხვევა დაფიქსირდა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურებში ციმბირული წყლულის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია თავდაპირველად რქოსან პირუტყვს აღმოაჩნდა, საქონლის დაკვლის შემდეგ კი მეპატრონე დაავადდა. მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

მათივე ცნობით, მოხდა სოფელში არსებული პირუტყვის ვაქცინაცია, დაავადებული ხორცი სოფლიდან მოშორებით დაიწვა და სპეციალურ სამარხში ხუთი მეტრის სიღრმეზე განთავსდა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში სოფელ ტუშურებში აიკრძალა საქონლის დაკვლა, ასევე ხორცის და რძის ნაწარმის რეალიზაცია.

გუბერნატორის განცხადებით, სიტუაცია ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულში კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი თემები