უკრაინის რადაში ბელარუსის აგრესორ ქვეყნად ცნობის შესახებ რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა

სახალხო დეპუტატთა ჯგუფმა უკრაინის უმაღლეს რადაში დაარეგისტრირა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ბელორუსს აგრესორ ქვეყნად ცნობს. ამის შესახებ ორშაბათს  დეპუტატმა იაროსლავ იურჩიშინმა განაცხადა.

იურჩიშინის თქმით, ბელორუსი პასუხისმგებელი უნდა იყოს სრულმასშტაბიან ომზე, რადგან მან უზრუნველყო თავისი ტერიტორია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის.

„ეს ნაბიჯი საჭიროა ბელორუსის რეჟიმის პასუხისმგებლობისა და უკრაინის წინაშე მომავალი რეპარაციების დასადგენად…ჩვენ გვახსოვს ბელორუსების დახმარება რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ ომში და მადლობელი ვართ კალინოვსკის პოლკის მებრძოლების. თუმცა, ბელორუსია, როგორც ქვეყანა, იურიდიულად პასუხისმგებელი უნდა იყოს ჩვენს ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებზე”, – განაცხადა დეპუტატმა.

16 ივნისს უმაღლეს რადაში რეგისტრირებული რეზოლუციის ტექსტი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ უკრაინის პარლამენტი ბელორუსს აგრესორ სახელმწიფოდ აღიარებს და სხვა მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს იგივესკენ მოუწოდებს.

რეზოლუციაში რადა მოუწოდებს მთავრობას, „დაუყოვნებლივ შეიმუშაოს უკრაინასა და ბელარუსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხი“, ასევე მოუწოდებს, გაზარდოს სანქციების დახმარებით ზეწოლა მინსკზე.

მსგავსი თემები