,,მტერი ადვილად არ დანებდება, ძალიან მძიმე ბრძოლა იქნება”- ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, მტერი ადვილად არ დანებდება და წინ ძალიან მძიმე ბრძოლა იქნება.

მისი თქმით, უკრაინელ სამხედროებს უჭირთ სამხრეთში წინსვლა მტრის წინააღმდეგობისა და ოკუპაციის გამო.

,,თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ მტერი ადვილად არ დანებდება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს იქნება ძალიან მკაცრი ბრძოლა. რეალურად, ეს ახლა ხდება.”- განაცხადა მალიარმა.

მალიარმა აღნიშნა, რომ არ ღირს სამხედროების წარმატებების გაზომვა მხოლოდ კილომეტრებში ან განთავისუფლებულ დასახლებებში, რადგან ოპერაციას აქვს რამდენიმე ამოცანა, რომელიც უკვე ხორციელდება.

მსგავსი თემები