უკრაინა ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დასაწყებად 7 პირობიდან ორს აკმაყოფილებს – Reuters

უკრაინამ შვიდიდან ორი პირობა შეასრულა მოლაპარაკებების დასაწყებად – ამის შესახებ Reuters ორ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

უკრაინამ სასამართლო რეფორმის და მედიის შესახებ კრიტერიუმები შეასრულა . როიტერსის ცნობით, სწორედ ამ შინაარსის იქნება ზეპირი მოხსენება, რომელსაც ევროკომისია 22 ივნისს წარადგენს ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომაზე.

,,პროგრესი არის. ანგარიში ზომიერად პოზიტიური იქნება. საუბარია არა რეალობის შელამაზებას, არამედ პროგრესის აღიარებაზე, მაგალითად, არსებობს ცნობილი ანტიკორუფციული საქმეები”, – განუცხადა  Reuters ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

ევროკავშირმა უკრაინას წევრობის კანდიდატის ოფიციალური სტატუსი მიანიჭა ერთი წლის წინ – ოთხი თვის შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

მსგავსი თემები