„უტიფრობასაც აქვს საზღვარი, ვითმენ, ვატარებ, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს?”- ნინო ნადირაძე

კლინიკა „ვივა მედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, არაადამიანური მოპყრობის და წამების მსხვერპლი თავად და კლინიკის თანამშრომლები არიან.

„უტიფრობასაც აქვს საზღვარი, ვითმენ, ვატარებ, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს? არაადამიანური მოპყრობის და წამების მსხვერპლი თუ ვინმეა მე და კლინიკის თანამშრომლები ვართ“, – წერს ნინო ნადირაძე.

ცნობისთვის: ,,მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა გრძელდება, ის ამბობს, რომ მზად არის, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთოს, რაც მისასალმებელია.”

მსგავსი თემები