მაღაროელების პროტესტი  გრძელდება

ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი  გრძელდება. მაღაროელები დღეს, 16:00 საათზე პარლამენტის შენობიდან “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობას გამართავენ.

მაღაროელები  ხელფასის 40%-ით გაზრდას ითხოვენ. დასაქმებულები აცხადებენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება, პროტესტი გაგრძელდება.

ცნობისთვის, მე-15  დღეა მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ათი მაღაროელი შიმშილობს. ამასთან, ერთმა მაღაროელმა პირი, ერთმა კი თვალები ამოიკერა.

მსგავსი თემები