წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები “ტიტანიკის” ფრაგმენტების სანახავად მიჰყავდა გაუჩინარდა

წყალქვეშა ნავი, რომელიც „ტიტანიკის“ ნამსხვრევებს იკვლევდა, გაუჩინარდა. ამ დროისთვის  სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

წყალქვეშა ნავი, რომელიც ტიტანიკის ნამსხვრევების შესასწავლად ტურისტები გადაჰყავდა, კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან გაუჩინარდა. მედიის ინფორმაციით, ხომალდზე, სავარაუდოდ, ხუთი ადამიანი იმყოფებოდა.

გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავს თვითმფრინავებითა და გემებით ეძებენ. საექსპედიციო კომპანიაში განაცხადეს, რომ ხომალდს წყალქვეშ ყოფნა დაახლოებით 96 საათის განმავლობაში შეუძლია.

მსგავსი თემები