პუტინმა უკრაინის ნეიტრალიტეტის შესახებ ხელშეკრულება გამოაჩინა

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დოკუმენტი უკრაინის ნეიტრალიტეტის შესახებ მზადაა. როგორც ვლადიმერ პუტინი ამბობს, ხელშეკრულება 18 პუნქტისგან შედგება და ის თურქეთში მომზადდა.

აღნიშნული ე.წ. ხელშეკრულება პუტინმა აფრიკის ლიდერებთან ოფიციალურ შეხვედრაზე წარადგინა და აღნიშნა, რომ ეს არის ხელშეკრულება უკრაინის ნეიტრალიტეტის შესახებ.

მისივე განმარტებით, დოკუმენტი 2022 წლის ომის დასაწყისში სტამბოლში,  მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებზე მომზადდამ თუმცა, უკრაინამ საქმე ბოლომდე არ მიიყვანა და ჩაშალა.

პუტინის თქმით, დოკუმენტი 18 მუხლისგან შედგებოდა და დანართში, ცალკე უნდა მომხდარიყო უკრაინის არმიის მაქსიმალური ზომის განსაზღვრა.

“მოლაპარაკებაზე ჩვენ უარი არ გვითქვამს. უარი უკრაინულმა მხარემ თქვა და როგორც სჩვევია, ეს ყველაფერი ისტორიის სანაგვეზე გადაუძახა”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები