„ამის შემდეგ ყველაფერი დასრულებულია –  შემოვიდნენ, შეამოწმეს, დალუქეს“ – მაია მახარაშვილი

„ჯანდაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე მაია მახარაშვილი ჯანდაცვის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებს. მისი თქმით, გაუგებარია, რა წონის და ტიპის დარღვევებზეა საუბარი, როს გამოც, რეგულირება სამედიცინო დაწესებულებაში სასამართლოს თანხმობის გარეშე უნდა შევიდეს.

„ჩვენ არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, ისეთი რა წონისა და ტიპის დარღვევებია, მით უმეტეს, როდესაც ასეთ ოპერატიულ შემოწმებაზე მიდის საუბარი. ეს კანონი თითქოს, ოპერატიულობის მოტივით არის შემოტანილი და არის ჩანაწერი, რომელიც ამ ცვლილებაში არსებობს, ანუ შემოსვლა ყველანაირი სასამართლოს ნებართვის გარეშე ძალიან დიდი უფლებამოსილებებით. არის არა მარტო შემოსვლა სასამართლოს ნებართვის გარეშე, არამედ აღსრულებაც ადგილზევე, ელექტრონული ჩეკით. ამის შემდეგ, ყველაფერი დასრულებულია, შემოვიდნენ, შეამოწმეს, დალუქეს,

შეაფასეს და ადგილზევე მყისიერად მიიღეს გადაწყვეტილება აღსრულებაზე, რომელსაც არ აჩერებს საჩივარიც კი, თუკი კლინიკა არ ეთანხმება. ეს პირდაპირ წერია ამ კანონპროექტში. მხოლოდ უკვე აღსრულების შემდეგ შეუძლია, კლინიკას გასაჩივრება. რა თქმა უნდა, ამის უფლებას ვერავინ ვერავის წაართმევს, რომ უკვე შემდგომში მიმართოს სასამართლოს. ამავე დროს, აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჯარიმებზე, ლაპარაკია საქმიანობის შეჩერებაზე. ძალიან კრიტიკულია, როდესაც ამხელა უფლებამოსილება ეძლევა ერთ რომელიმე ჯგუფს, უწყებას, იმის გათვალისწინებით, რაც უკვე ჩამოვთვალე“, – განაცხადა მახარაშვილმა საზოგადოებრივ ნაუწყებენთან.

მსგავსი თემები