ენტონი ბლინკენი ჩინეთში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ორდღიანი ვიზიტით პეკინში ჩავიდა. ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამერიკელი დიპლომატის პირველი ვიზიტია ჩინეთში.

ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების მთავარი მიზანი უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის სტაბილიზაციაა.

როგორც ”ბიბისი” წერს, ვიზიტთან დაკავშირებით მხარეებს დაბალი მოლოდინები აქვთ. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, მიზანი არის მაღალი დონის კომუნიკაციის ხაზების ხელახლა გახსნა და ურთიერთობების სტაბილიზაცია, რომლებიც დაიძაბა საჰაერო ბურთის ინციდენტის შემდეგ.

მსგავსი თემები