გაერო უკრაინის აღდგენისთვის 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს – დენის შმიგალი

უკრაინის აღსადგენად გაეროს განვითარების პროგრამა ერთ მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ავრცელებს.

„გაეროს განვითარების პროგრამა პარტნიორებთან ერთად აგროვებს 1 მილიარდ დოლარს უკრაინის აღდგენისთვის. ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა აჩიმ შტაინერმა კიევში ჩვენი შეხვედრის დროს განაცხადა. გმადლობთ ამ დროული ნაბიჯისთვის!” – წერს დენის შმიგალი.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო გადაადგილებული საწარმოებისა და მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის საკითხს, რომლებმაც ომის დროს დაკარგეს ბიზნესი. უკრაინის პრემიერის განცხადებით, გაეროს განვითარების პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას.

,,მადლობელი ვარ გაეროს განვითარების პროგრამის თანმიმდევრული დახმარებისთვის სრულმასშტაბიანი ომის დროს და ხელი შეუწყო მთავრობის უშუალო პრიორიტეტების განხორციელებას რეკონსტრუქციაში,”- წერს შმიგალი.

მსგავსი თემები