„ყველა დავალება შესრულებულია“ – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კრემლს პასუხობს. როგორც დმიტრო კულება აცხადებს, ის შემდეგი ეპიზოდის მოლოდინშია.

„ფაქტობრივად,  ყველა დავალება შესრულებულია. უკრაინა, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, ვერ შეძლებს რუსეთზე თავდასხმას, ყირიმი აღარ არის ტვირთი რუსეთისთვის. ნაცისტები დარჩნენ მხოლოდ რუსეთში, ხოლო რუსი ჯარისკაცებისა და ტექნიკის დანაკარგები – უკრაინაში. რუსეთი უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე… ახლა პარტნიორებისთვის მთავარია, არ შეგეშინდეთ გლობალური ცვლილებების და არ შეწყვიტოთ უკრაინის მხარდაჭერა. ცხოვრება თანამედროვე რუსეთის გარეშე შესაძლებელია. მშვიდობის ფორმულა და უკრაინის აღდგენა – ეს ყველაფერი იქნება“, – ამბობს  კულება უკრაინის „დემილიტარიზაციის“ შესახებ პესკოვის განცხადების საპასუხოდ.

მსგავსი თემები