უკრაინის დემილიტარიზაციის ამოცანა ფაქტობრივად შესრულებულია – დიმიტრი პესკოვი

უკრაინის დემილიტარიზაციის ამოცანა ფაქტობრივად შესრულებულია, კიევი სულ უფრო ნაკლებად იყენებს საკუთარ იარაღს – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

,,ნამდვილად, უკრაინა მძიმედ იყო მილიტარიზებული ”სპეციალური სამხედრო ოპერაციის” დაწყების დროს და, როგორცპუტინმა გუშინ განაცხადა, ერთ-ერთი ამოცანა იყო უკრაინის დემილიტარიზაცია. ეს ამოცანა ძირითადად შესრულებულია. უკრაინა ნაკლებად იყენებს საკუთარ იარაღს და სულ უფრო მეტად იყენებს იარაღის სისტემებს, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნები აწვდიან მას“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

 

 

მსგავსი თემები