ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ პროცესში მედიატორიც ჩაერთო, შეთანხმება ამ დრომდე  ვერ მოხერხდა. ერთ-ერთმა მაღაროელმა კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და თვალები ამოიკერა. ფოტო სოციალურ ქსელშიც ვრცელდება.

მეცამეტე დღეა, მაღაროელები გაფიცულები არიან. ისინი შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. როგორც მაღაროელები აცხადებენ, სამუშაო საათები შეუმცირეს, დღეში 8 საათი უნდა იმუშაონ, თუმცა, ამ 8 საათში იგივე საქმე უნდა შეასრულონ, რასაც ადრე, სამუშაო საათების შემცირებამდე აკეთებდნენ.

პროტესტის ერთ-ერთ მონაწილეს პირიც აქვს ამოკერილი. გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანია “ჯორჯიან მარგანეზის” წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე ვერაფერზე შეთანხმდნენ.

 

მსგავსი თემები