აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების პროცესის გამარტივების წინააღმდეგია. ბაიდენს კითხვა დაუსვეს, აპირებს თუ არა გაამარტივოს ნატო-ში გაწევრიანების წესები უკრაინისთვის.
,,არა. რადგან (უკრაინა) უნდა შეესაბამებოდეს საერთო სტანდარტებს. ამიტომ ამის გაკეთებას არ ვაპირებ”,- განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უკრაინული ჯარი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებს შეესაბამება.
,,ვფიქრობ, მათ გააკეთეს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სამხედრო კოორდინაციის დემონსტრაციასთან. თუმცა არსებობს კითხვა, უსაფრთხოა თუ არა მათი სისტემა? ხომ არ არის კორუმპირებული? შეესაბამება თუ არა ის ყველა სტანდარტს, რომელსაც შეესაბამება ალიანსის წევრი ყველა ქვეყანა? ვფიქრობ, დააკმაყოფილებს,”- განაცადა ჯო ბაიდენმა.