ძლიერმა წვიმამ, ქარმა და სეტყვამ თბილისში სერიოზული პრობლემები შექმნა. „ქინგ დევიდის“ აუზის გადახურვის ერთ-ერთი კონსტრუქცია მოწყდა და მანქანას დაეცა. მანქანა დაზიანდა, პატრული და სამაშველო სამსახური ადგილზე იყო მობილიზებული.
დაზიანდა ელექტროკაბელები. დიღმის მასივში კი ქარმა ხე წააქცია.