„უკრაინამ უნდა გააძლიეროს პოზიციები ბრძოლის ველზე“ –  იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პირობებით უკრაინაში მშვიდობა შეუძლებელია. როგორც იენს სტოლტენბერგი აცხადებს, უკრაინამ ბრძოლის ველზე პოზიციები უნდა გააძლიეროს.

„მშვიდობა რუსეთის ფედერაციის პირობებით, ისევე როგორც კონფლიქტის გაყინვა მიუღებელია. უკრაინულმა მხარემ უნდა  გააძლიეროს პოზიციები ბრძოლის ველზე“ – აღნიშნა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ უკრაინა-რუსეთს შორის “ნაჩქარევი” სამშვიდობო მოლაპარაკებებს მხარს არ უჭერს.

„ყველას გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს. მაგრამ მშვიდობა რომ იყოს ხანგრძლივი, ის უნდა იყოს სამართლიანი… რაც მეტი ოკუპირებული ტერიტორიის განთავისუფლება შეუძლია უკრაინას, მით უკეთესი კოზირი ექნება მოლაპარაკებების მაგიდასთან ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად”, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მსგავსი თემები